22 მაისის შუალედური არჩევნები

ხიდაშელი: რაც კორცხელში ვნახეთ, ეს არის გზა ქაოსისკენ

ის, რაც ჩვენ ვნახეთ სამეგრელოში, ეს არის გზა ქაოსისკენ, ზუსტად ისევე, როგორც ხდებოდა წლების განმავლობაში და მე მზარავს იმის გაფიქრებაც კი, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია იწყება და შეიძლება, რაღაცა ამის მაგვარი მივიღოთ. ძალიან ბევრმა გუშინდელი ამბავი შეაფასა, როგორც რაღაც წინასაარჩევნო რეპეტიცია და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეაგირება იქნება მყისიერი და ძალიან მკაცრი, კანონის ადეკვატური, იმისათვის, რომ ვერავინ გაივლოს თავში საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი რამ... ის, რაც გუშინ ვნახეთ, ეს არ არის ევროპული საქართველო, ეს არის გზა ქაოსისკენ და სწორედ ხელისუფლების ვალია, რომ ეს ქაოსი არ დაუშვას ამ ქვეყანაში და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე იქნება.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე კორცხელში მომხდარ ინციდენტზე პალიტრა TV-ის გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა.

კომენტარები