22 მაისის შუალედური არჩევნები

ჭიაბერაშვილი: შეიძლება კომისიას ივანიშვილისგან აქვს ბრძანება, რომ შედეგი დადონ

კორცხელი სიმბოლოდ იქცა ძალიან ბევრი რამის. არა უბრალოდ იმის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ იმ ძალადობის ფონზე რასაც ივანიშვილის რეჟიმი კორცხელში გვიმართავდა, არამედ კორცხელი არის ახლა ტესტი ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის, იმისთვის, რომ მან აჩვენოს პრინციპულობა. რამდენადაც მე ვიცი, ჩვენს წარმომადგენელს საოლქო კომისიამ დაატოვებინა კომისიის სხდომა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ პირდაპირ პოლიტიკურ ზეწოლას ექვემდებარება საოლქო კომისია. შეიძლება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგანაც აქვთ ნაბრძანები, რომ დადონ შედეგი

ენმ-ის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისის შუალედურ არჩევნებზე

კომენტარები