ბრაზილია

ბრაზილიაში ამჯერად პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გადადგომას ითხოვენ

Reuters

ბრაზილიაში საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები ამჯერად პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, მიშელ ტემერის გადადგომას მოითხოვენ. ტემერი ამ პოსტზე 10 დღის წინ დაინიშნა.

მიშელ ტემერი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბრაზილიის პარლამენტის ზედა პალატამ, 12 მაისს, დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა.

საბოლოო გადაწყვეტილებას სენატი მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ სენატი იმპიჩმენტის პროცედურის გაგრძელებას მხარს დაუჭერს, ტემერი პრეზიდენტის მოვალეობებს 2018 წლამდე შეასრულებს.

შეგახენებთ, რომ დილმა რუსეფის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მისმა ოპონენტებმა ის 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებასა და ბიუჯეტის დეფიციტის ხელოვნურ ზრდაში დაადანაშაულეს.

კომენტარები