22 მაისის შუალედური არჩევნები

გაბაშვილი: თამარ ჟვანიას განცხადება სამარცხვინოა

სამარცხვინოა განცხადება ცესკოს თავმჯდომარისა, რომელმაც ორივე მხარეს მოუწოდა სიმშვიდისკენ. ერთის მხრიდან, იქ იყვნენ ჩასული პოლიტიკოსები, მეორეს მხრიდან კი, ჩვეულებრივი, ნამდვილი სადამსჯელო ზონდერ ბრიგადა, რომელიც თავს დაესხა, ფიზიკური ანგარიშსწორება მოუწყო ხალხს. ორივე მხარეს კი არ უნდა მოვუწოდოთ სიმშვიდისკენ, არამედ პირდაპირი მოვალეობა უნდა შეასრულოს ცესკოს თავმჯდომარემ, დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს უბნის გარეთ სიტუაცია. ეს ახლაც არ არის გაკეთებული. ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონში მოქმედებს ამ ზონდერჯგუფებთან, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ დავალება აქვთ მიღებული მთავრობისგან. სხვანაირად, წარმოუდგენელია ის, რაც ახლა იქ ხდება, და ხდება ახლაც, არაფერი ამოწურული არ არის. მოხდება საღამოს რვა საათამდეც და მას მერეც, იმიტომ, რომ ეს ჯგუფები იქ არიან, არსად არ წასულან, არიან შეიარაღებულები, უკიდურესად აგრესიულები, სათითაოდ დასდევენ ადამიანებს და უსწორდებიან ფიზიკურად. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი კორცხელში, საარჩევნო უბანთან ენმ-ის ლიდერებზე თავდასხმაზე.

კომენტარები