აღნიშნული კანონპროექტი პირადად პრეზიდენტის მიერ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ გვქონდა ის ვერსია, რომელიც პარლამენტში მესამე მოსმენით იქნა განხილული. დღეს, ოფიციალური ვერსიის მიღების შემდეგ, მიმდინარეობს ამ ორი ვერსიის შედარება ერთმანეთთან. ჩვენ უკიდურესად უარყოფითად ვაფასებთ აღნიშნულ კანონპროექტს. უქმნის სერიოზულ საფრთხეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის გამართულად მუშაობას. თავად პრეზიდენტი მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, იქნება თუ არა ვეტო. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ჯერ მოისმინონ, გაეცნონ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, თუ ასეთი იქნება, თუ იქნება ვეტო და შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
tbl.ge/1p57
დაკოპირდა

პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მედიისთვის კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს.
ამავე თემაზე
- ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მოდებაძე დანიშნა
- იმერლიშვილი: დარჩენილი მქონდა 11 თვე, ამიტომ უნივერსიტეტისგან შემოთავაზებას დავთანხმდი
- პარტიების აკრძალვაზე სარჩელის შესვლამდე საკონსტიტუციოს მოსამართლე თანამდებობიდან გადადგა
- საკონსტიტუციომ მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე სარჩელები განსახილველად მიიღო
- სპონტანური შეკრებისას თვითმმართველობის 5 დღით ადრე გაფრთხილება არაკონსტიტუციურად ჩაითვალა




