პარტია ქართული ოცნება

ქართული ოცნების ყრილობას, სავარაუდოდ, ივანიშვილი და ღარიბაშვილი დაესწრებიან

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პარტია "ქართული ოცნების" ყრილობას, სავარაუდოდ, ექსპრემიერები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრებიან. როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, მათ მოსაწვევები უკვე გაუგზავნეს.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს და დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი ყრილობას დაესწრებიან.

კობახიძე კითხვას, იქნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო სიაში, არ პასუხობს.

კომენტარები