რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმე - მოსამართლის აცილებაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შუამდგომლობა მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. გვარამია მოსამართლის აცილებას იმ მოტივით ითხოვდა, რომ ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავდა და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევდა.

გვარამიას კიდევ ერთი შუამდგომლობა აქვს დაყენებული. ის სასამართლო პროცესის გადადება ითხოვს, რადგან ტვ საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება უცნობია. მისი თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები