რუსთავი 2-ის საქმე

ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის გამო 500 ლარით დააჯარიმეს

რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოს უპატივცემულობის გამო 500 ლარით დააჯარიმეს. სააპელაციო სასამართლოში ამ წუთებში სამაუწყებლო კომპანიის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

მანამდე გვარამიამ ორი შუამდგომლობა დააყენა. მან სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა, რადგან ტვ საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება უცნობია. მისი თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.

ნიკა გვარამიამ ასევე მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება მოითხოვეა. მისი მოსაზრებით, ნაზღაიძე რუსთავი 2-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.

კომენტარები