ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაგრძელდება. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები სააპელაციო საჩივრებით წარდგებიან. ასევე შეკითხვებით მიმართავენ მოსამართლეთა კოლეგიას.
რუსთავი 2-ს გასაჩივრებული აქვს ქიბარ ხალვაშისთვის წილის 100%-ის გადაცემა. ასევე ყველა ის განჩინება, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატს კი გასაჩივრებული აქვთ სასარჩელო მოთხოვნების ის ნაწილი, რომელიც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოში. პაატა სალია ასევე გეგმავს, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე სააპელაციო საჩივრით წარდგეს.





