მაქვს მოლოდინი, რომ შეიცვლება ფასადი. ეს იქნება მორიგი ცვლილება ფასადისა. ოცნებამ უკვე დაანონსა ახალი სახეები, დაანონსა კეთილი და კარგად შეკაზმული სიტყვები. ამის იქით არაფერს არსებითს არ ველოდები და არც საზოგადოება უნდა ელოდოს, იმიტომ, რომ ოცნებას ეს რესურსი აღარ გააჩნია. ჩვენ დავინახავთ არაერთ სახეს, შეიძლება საზოგადოებისთვის უცნობსაც კი, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებები ისევ ის ადამიანები იქნებიან. ასე რომ, არაფერი შეიცვლება. მეტიც, ამ ახალი სახეების შემოდინებით იქ მყოფი რეტროგრადები კიდევ უფრო ლაღად იგრძნობენ თავს. განსხვავებული აზრი გახდა მიუღებელი და ამის მაგალითი მე თავად ვარ. მე პოლიტსაბჭოში ვერ დავინახე ვერცერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია, საჭირო დროს თქვას არა. არიან ისეთებიც, რომლებიც მზად არიან, რომ საკუთარი მდგომარეობის შესანარჩუნებლად ნებისმიერი გზა გამოიყენონ. ოცნებამ ვერ მოახერხა, გაეშვათ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან რეფორმებს ოცნებაში და მოეყვანათ ნორმალური ადამიანები. რეტროგრადების საუკეთესო წარმომადგენლები არიან გია ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, მაგრამ არამარტო ეს ორი ადამიანი
tbl.ge/1nwa
დაკოპირდა

ქართული ოცნების ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




