დავით ნარმანიას საკრებულოში მისვლა ეს არის მორიგი სპექტაკლი. ჩვენ ვნახეთ ნარმანია და მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც უკვე დაახლოებით ოცი დღეა, ატყუებს საზოგადოებას, რომ ამ სიტუაციაში საზოგადოება დარჩა მოგებული. ყოველდღიურად ახალ ახალ დეტალებს ვიგებთ იმის შესახებ, თუ სინამდვილეში, როგორ წააგო საზოგადოებამ და როგორ მოიგო მხოლოდ ერთმა ადამიანმა, ივანიშვილმა. სწორედ ივანიშვილისთვის ტალახის ჩამოწმენდის და მისი სახელის გაკეთილშობილებისთვის ხდება ნარმანიას გამოჩენა საზოგადოების წინაშე, რომელსაც ნორმალურ შემთხვევაში თავად უნდა გასჩენოდა საკრებულოში მისვლის, ტელევიზიებთან გამოჩენის და შეკითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი.
tbl.ge/1nrx
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ბოტანიკურ ბაღზე.
ამავე თემაზე
- თოვლის საფარმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია
- ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს
- ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს
- კალაძე ბოტანიკურში ჰესის მშენებლობაზე: ეს დიდი ტყუილია
- ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა




