ეს არის დიდი ტყუილი. ნიკანორს არ გამოუვიდა საზოგადოების მოტყუება, მორალის წაკითხვას ვერ დავუწყებ ამ ადამიანებს, რადგან ყველამ ვიცით, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერები არიან სიცრუეზე და დემაგოგიაზე დაფუძნებული. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას ბოტანიკურ ბაღში, ასეთი რამ არ არსებობს, აქ იყო საუბარი პატარა ჰესზე, რომელიც არის 0,250 კილოვატის სიმძლავრის, გენერატორის ტიპის სადგური, რომელიც წავკისში უნდა განხორციელებულიყო, თუმცა იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ინვესტორებს აქვთ შემოტანილი, არ მგონია განხორციელდეს, რადგან ფინანსურად არ არის საინტერესო.
tbl.ge/1qmj
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენმ-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბოტანიკურ ბაღში ჰესის მშენებლობა უარყო, თუმცა თქვა, რომ ბაღისგან მოშორებით "პატარა ჰესის" აშენების გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნამდვილად მიიღო.
ამავე თემაზე
- თოვლის საფარმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია
- ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს
- ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს
- ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა
- ნარმანია: ბოტანიკურისგან მოშორებით ჰესის აშენება ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა




