ბოტანიკური ბაღი

ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს

მინდა, კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი - მშენებლობა სადაც კი არ დავიწყე, განმუხურშიც კი, რითაც მე აუცილებლად ვიამაყებ, ისეთ ადგილას, სადაც პირობითად საზღვარი გააკეთეს, იქ ვაპირებ ძალიან მაღალი დონის სასტუმროს აშენებას და ამის იქით კიდევ რაღაცებს ვაპირებ და როცა დავამტკიცებ, შემდგომ გაგაცნობთ, იქაც კი მოახერხეს და თემა ასწიეს, ზღვას, სანაპიროს გვართმევსო და რაღაც სისულელეები და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. რაც მთავარია, მათი ლიდერი ოდესღაც ამაყობდა მშენებლობით. მშენებლობით ყველამ უნდა იამაყოს. დავით აღმაშენებელს რომ ედრებოდა, გახსოვთ, რაღაც საოცრებებს აკეთებდა. ამ დროს, დღეს გაცილებით მაღალი ტემპებია. სწორი მშენებლობით ყველამ უნდა იამაყოს. იმის გამო, რომ დღეს მე ვაშენებ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა და მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს. გეყოფათ, ასე არ შეიძლება. ასეთი ყრუ საზოგადოება არაა ჩვენთან და ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. ტერმინს ამოირჩევთ და ცდილობთ ამ ტერმინის სხვა რანგში გადაყვანას. უკვე მშენებლობა გადააქციეთ ისეთ ტერმინად, რომ ლამის დამნაშავედ იგრძნოს კაცმა თავი. ასეა ისიც - თურმე, ჰესი შენდება და პანიკა ატეხეს. კარგია, რომ ჰესი შენდება. მეც რომ ვაშენებდე, ვიამაყებდი, მაგრამ მე სხვა ჰესებში ვმონაწილეობ. ბოტანიკურ ბაღში არ შენდება. ესაა რუსთავი 2-ის სიცრუე. მე არ გამირკვევია ეს, წინასწარ ვიცი. ეს რომ რუსთავი 2-ს არ ეთქვა და ეთქვა სხვა ვინმეს, დავინტერესდებოდი და გავარკვევდი, მაგრამ რადგან რუსთავი 2-მა თქვა, რომელიც მხოლოდ სიცრუის ტირაჟირებას ახდენს, აღარ დავინტერესდი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები