ქართული ოცნება

არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს

primetimenews,ge

არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს. მისი თქმით, პარტიამ ვერ შეძლო 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შესრულება. 

"პარტია ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა, ერთის მხრივ, გათავისუფლება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელს უშლიან პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას, მეორეს მხრივ, ვერ გახსნა კარი იმათთვის, ვინც ამ პროცესს ხელს შეუწყობდა, ამით, პრაქტიკულად, ასცდა საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ დღის წესრიგს. დღეიდან, როგორც წარსულში, ახლაც, მომავალშიც ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესში", - თქვა ახვლედიანმა რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები