პირდაპირ წინაპირობებით რომ დავიწყოთ, რომ მაშინვე დააბრუნონ მყისიერად ტერიტორიები, რუსეთმა არა მგონია, მხარი დაუჭიროს. აქედან გამომდინარე, ალბათ, სჯობს წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება და მერე, ალბათ, უკვე გამოიკვეთება საკითხთა წრე, რომელზეც შეიძლება, გაგრძელდეს ან არ გაგრძელდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრები. მემგონი, რეალობიდან გამომდინარე, შეხვედრა უნდა შედგეს ჩვენი პრემიერისა და რუსეთის პირველი პირის დონეზე. ვინც რეალურად არის საკითხის გადამწყვეტი, მათ დონეზე უნდა მოხდეს შეხვედრა.
tbl.ge/1ne4
დაკოპირდა

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას დეპუტატი თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში მიხეილ ჯანელიძემ არ გამორიცხა, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს.
ამავე თემაზე
- ზახაროვა: თბილისმა ქვეყნის სუვერენიტეტის დაბრუნებისთვის მტკიცე არჩევანი გააკეთა
- ზახაროვა რცხილაძეზე: ჩვენი ხალხების დაახლოებისთვის მან მართლაც ბევრი გააკეთა
- სპუტნიკი: საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა
- ზახაროვა: ქართველებმა ევროპელებისგან 9 მაისი დაიცვეს - ეს თქვენთვის ორმაგი დღესასწაულია
- საქართველოსთვის: საგარეომ თქვას, თუ მონაწილეობს რუსეთთან "კონფიდენციალურ" მოლაპარაკებებში




