პანორამა-თბილისი

პანორამა - თბილისის მშენებლობის ადგილზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პანორამა თბილისი

კოჯრის გზატკეცილზე, პანორამა თბილისის მშენებლობის ადგილზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 24 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები  პროექტ ”პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები სახელწოდებით „ქალაქი ჩემია“, „არა პანორამას“. აქციის მონაწილეები ბოტანიკური ბაღის გაშემო განვითარებულ მოვლენებსაც აპროტესტებენ. აქციის ადგილზე  სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

კომენტარები