პანორამა-თბილისი

"პანორამა-თბილისთან" დაკავშირებით საკრებულოში დაპირისპირება მოხდა

timer.ge

ამ წუთებში თბილისის საკრებულოში, სხდომაზე "პანორამა თბილისის" საკითხს განიხილავენ. მანამდე შენობაში საკრებულოს რამდენიმე წევრსა და მოქალაქეებს შორის, დაპირისპირება მოხდა. მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენლები, რომლებიც საკრებულოში მივიდნენ, აცხადებდნენ, რომ "პანორამა თბილისის" საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არ უნდა განეხილათ. ისინი საკითხის გადადებასა და პროექტის განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართვას ითხოვდნენ.

თბილისის საკრებულოს წევრებთან დაპირისპირების გამო შენობა დაცვამ 4 მოქალაქეს დაატოვებინა. ტაბულას რეპორტიორის ცნობით, ისინი დაკავებული არიან.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, დაკავებულებს ადმინისტრაციული სასჯელი მიესჯებათ.

პროექტი "პანორამა თბილისი" აერთიანებს ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექსს - სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლების მოედანსა და ერეკლე II-ს მოედანს.

კომენტარები