ბოტანიკური ბაღი

უსუფაშვილი: გაოცებული ვარ დავით ნარმანიას განცხადებით

ყველაზე მეტად გამაოცა თბილისის მერის, ჩემი დიდი ხნის კოლეგის და მეგობრის, დავით ნარმანიას პოზიციამ იმის თაობაზე, რომ ის დეკემბრამდე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. გავოცდი ასეთი განცხადების გამო. მინდა, ვთხოვო, ვურჩიო დავითს, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ, თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არა მხოლოდ საკრებულოს. ეს არ არის სწორი პოზიცია და ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოს თუ პარლამენტს, მერები, მინისტრები, პრემიერმინისტრები, მაინცდამაინც დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევიათ - ამაზე მეტყველებს ჩვენი უახლოესი ისტორია. არ შევალ დეტალებში. ამიტომ, ყველა საკითხზე ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი თბილისის მერ დავით ნარმანიას ურჩევს, საკრებულოში მივიდეს. როგორც ცნობილია, მერის საკრებულოში მისვლას არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მოითხოვენ.

კომენტარები