გაუგონარი მასშტაბის უსამართლობა ჩაიდინეს თბილისის მერიამ და ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც თვალი დაადგეს და პრაქტიკულად მიისაკუთრეს საზოგადოების საკუთრება[ბოტანიკური ბაღის ნაწილი და მისი მიმდებარე ტერიტორია]. საკანონმდებლო დონეზეც და სხვა დონეზეც უნდა იყოს ეს განხილული. ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით პროცესში, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობას პროტესტს დააფიქსირებინებს. ეს ქვეყანა არავის საკუთარი ეზო არ არის. ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ყველამ, მათ შორის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, პატივი უნდა სცეს ხალხის აზრს.
tbl.ge/1d8l
დაკოპირდა

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის ნაწილისა და მისი მიმდებარე 29ჰა ტერიტორიის გადაცემაზე.
ამავე თემაზე
- თოვლის საფარმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია
- ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს
- ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს
- კალაძე ბოტანიკურში ჰესის მშენებლობაზე: ეს დიდი ტყუილია
- ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა




