ბოტანიკური ბაღი

ენმ ბოტანიკურის საკითხზე პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებს

garbonline.tv

თბილისის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრს იბარებენ. საპარლამენტო უმცირესობა კომიტეტის სხდომის გამართვას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობა პასუხებს როგორც ბაღის საზღვრების ცვლილებასთან, ასევე გასხვისებულ 29 ჰექტარსა და გზის გაყვანასთან დაკავშირებით ითხოვს.

"გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, გამომდინარე იმ საპროტესტო განწყობებიდან, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, მოვითხოვთ რეგლამენტის შესაბამისად დაუყოვნებლივ მოხდეს გარემოს დაცვის კომიტეტის მოწვევა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნულ კომიტეტს ვიწვევთ როგორც თანაინვესიტირების ფონდის ხელმძღვანელობას, ასევე მერიის იმ ჩინოვნიკებს, ვისი გადაწყვეტილებითაც აღნიშნული განხორციელდა. ასევე გარემოს დაცვის მინისტრს - ერთხელ მაინც დაინტერესდეს, რა ხდება გარემოსთან მიმართებით", - ამბობს პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის თქმით კი, პარასკევს, 15:00 საათზე კომიტეტის სხდომა ისედაც იმართება.

კომენტარები