ბოტანიკური ბაღი

ფერაძე: ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით შაბათს, 1-ზე GDS-თან აქცია გაიმართება

დიდი ხანია, ვაპროტესტებთ პანორამა თბილისს და დღევანდელი პასუხიც არ იყო ჩვენთვის მოულოდნელობა, რომ ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი და მხოლოდ ეგ იქნებოდა ამ ტერიტორიის მყიდველი და არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ დაანონსებული გვაქვს აქცია შაბათს, პირველ საათზე GDS-ის შენობასთან, სადაც ვიწყებთ რეზისტენტულ მოძრაობას. GDS-ის შენობა არის ის ადგილი, სადაც კლდე იჭრება და ის მოჭრილი კლდე, რომელსაც საუკუნეები დასჭირდა და თბილისის სილუეტს და კონტურს წარმოადგენს, იქიდან უნდა დავიწყოთ გაჩერება. იმედი გვაქვს, რომ მეტი ჩართულობა იქნება და ბევრი მოქალაქე მოვა. ეს იქნება ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეების, რომელიც თავის მთავრობას, რომელსაც ვუხდით გადასახადებს, მოვთხოვთ, რომ გააკეთოს ისე, რომ ქალაქი არ გახდეს გაუფასურებული და ყველანი არ ვიყოთ ქალაქიდან გაქცევაზე ორიენტირებული, რომ ქალაქი შევუნახოთ ჩვენს შვილებს. სერიოზულად დადგომას ვაპირებთ და ხელისშეშლას ვგეგმავთ. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ და მხოლოდ 25 არასამთავრობოსა და სამოქალაქო მოძრაობის იმედზე. ეს არის ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულება

მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები