ბოტანიკური ბაღი

ალიბეგაშვილი: იმ შესწორებებს, რაც აუცილებელი იქნება, პროექტში გაითვალისწინებენ

საკითხი დგას ასე - რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს? ჩვენს დედაქალაქს სჭირდება განვითარება, ჩვენს დედაქალაქს სჭირდება ძალიან ბევრი ინვესტიცია, იმიტომ, რომ ჩვენი თბილისი ხდება მთელი ამ რეგიონის ცენტრი, ჩამოდის უამრავი სტუმარი, ჩამოდის უამრავი კონფერენციის მონაწილე და ბუნებრივია, რომ ქალაქს სჭირდება განვითარება, ამიტომ, უნდა შევხედოთ ქალაქის განვითარების კუთხით და ამავე დროს კანონიერების ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შეიძლება ინვესტორებს ჩავუდოთ, რომთუკი ვთქვათ რაღაც გარკვეული თანხებია დახარჯული, ის მან გამოასწოროს ამ კუთხით. ასე რომ, საკითხი გამოსწორებადია, არაა წარმოუდგენელი პრობლემა, რომ ვერ მოგვარდეს და ქალაქმა ზარალი ნახოს. გზის გაყვანა არაფერი დაბრკოლების წინაშე არ დგას, გზა აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იმიტომ, რომ ქალაქის განვითარებამ მოითხოვა ეს. პანორამა თბილისზე არაფრით არ არის ეს საკითხი მიბმული, გინდ ყოფილიყო, გინდ არ ყოფილიყო, აუცილებლად გზა უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ, რომ ძალიან გადატვირთულია ჩვენი მოძრაობა, განსაკუთრებით ცენტრში. ასე რომ, ის გზა გარკვეულ შეღავათს მისცემს ჩვენს დედაქალაქს. პროექტის მიხედვით განხორციელდება ყველაფერი, ყველაფერი იქნება კანონიერების ფარგლებში. ეგრე ღრმად ჩახედული არ ვარ, თუ როგორი და რანაირი პროექტია, თუმცა მინახავს, მაგრამ რაც გზადაგზა ხდება ხოლმე შესწორებები, რომელიც აუცილებელი იქნება, ბუნებრივია, რომ ამ პროექტში იქნება გათვალისწინებული

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ბოტანიკურ ბაღზე

კომენტარები