ბოტანიკური ბაღი

ქარსელაძე: თუ ვინმე უკეთეს პროექტს წარმოადგენს, მზად ვართ 29ჰა და 10ჰა ვაჩუქოთ

თვითონ ტერიტორიის განვითარების მნიშვნელობიდან, რეკრეაციული ფუნქციის განვითარების მნიშვნელობიდან ჩვენ ასე გვესახება, რომ ეს ქალაქისთვის იქნება საუკეთესო გადაწყვეტა და თუ ვინმეს ექნება უკეთესი შემოთავაზება აღნიშნული პირობების ფარგლებში - საუბარია, რომ უნდა მოეწყოს მაღალი დონის სასტუმრო, უნდა მოეწყოს საირიგაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული ხე-ნარგავების შენარჩუნებას და მათ მხარდაჭერას და პლუს ამას, ახალი ხე-ნარგავების გაჩენას და სხვა მწვანე ადგილების გაჩენას, პლუს ამას ემატება, რომ ის შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ არაუმეტეს 20 000 კვ მეტრისა, 290 000-დან, ასევე უნდა გაეწიოს სისტემატური მოვლა-პატრონობა ახალი ხეების დარგვა, სიმწვანის დაცვა და პირიქით, მისი კიდევ უფრო განვითარება, აი, ამ პირობების ფარგლებში თუკი ვინმე დასაბუთებულად, პროექტის სახით, შესაბამისი დაფინანსების წარმოდგენით წარმოადგენს რეალურ პროექტს, მზად ვართ საჩუქრად გადავცეთ ეს ტერიტორია, რათა განავითაროს. თუ უკეთესი პროექტი იქნა, თუ უფრო ჯანსაღი ხედვა იქნა იმის ფარგლებში, რაც ჩამოვთვალეთ და ასევე შეგვიძლია ამავე შემოთავაზების ფარგლებში ის 10ჰა ტერიტორიაც ვაჩუქოთ უსასყიდლოდ

თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ირაკლი ქარსელაძე

კომენტარები