საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა ზუგდიდის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს. საქართველოს რკინიგზის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, ზუგდიდის მიმართულებას კიდევ ერთი, დამატებითი, ჩქარი ელექტრომატარებელი დაემატება. 

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, თბილისიდან 29 აპრილს და პირველ მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 2 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35 საათზე, ჩასვლა ზუგდიდში 06:36 საათზე, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30 საათზე, ჩამოსვლა თბილისში 07:05 საათზე.

კომენტარები