სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე პროცესი დასრულდა. შემდეგი სხდომა 13 მაისს 11 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ რუსთავი 2-ის 2 შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლეების ნათია გუჯაბიძისა და შორენა ყავლაშვილის აცილების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.





