რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეს არც მოსამართლე შორენა ყაველაშვილი ააცილეს

რუსთავი 2

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის შუამდგომლობა მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. 

ნიკა გვარამიას ამბობდა, რომ ყაველაშვილი იყო იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმაც 2013 წელს ნიკა გვარამიას საქმე განიხილა და ის გაამართლა. გვარამიას მოსაზრებით, საქმე არ უნდა განეხილა იმ მოსამართლეს, რომელსაც მანამდე მასთან შემხებლობა ჰქონდა. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის მხარე.

მანამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. ადვოკატების მტკიცებით, გუჯაბიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა.

თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ითხოვდა, არ დაეკმაყოფილებინა კოლეგიას აღნიშნული შუამდგომლობა.

შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები