რუსთავი 2-ის საქმე

მეჭიაური: მე მაწყობს ასეთი რუსთავი 2, რადგან უფასო რეკლამას მიკეთებს

მე ორ ნაწილად გავყოფ ამ საკითხს [რუსთავი 2-ის საქმე]: ერთი - რაც შეეხება მესაკუთრის საკითხს, ამას გადაწყვეტს სასამართლო და ამ დავაში სახელმწიფო არანაირად არ უნდა ჩაერიოს, მეორე - თუ დარჩება აღნიშნული მენეჯმენტი, თავისთავად ცხადია, გაგრძელდება იგივე სარედაქციო პოლიტიკა. თუ შეიცვლება მესაკუთრე და შეეცდება ამის შეცვლას, მე აქედანვე ვთხოვ მას, რომ არ შეცვალოს და ასევე დატოვოს დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე, სახელმწიფოსგან თავისუფალი ის ისედაც იყო და არის. მე მაწყობს ასეთი მენეჯმენტი იმდენად, რამდენადაც მე უფასო რეკლამას მიკეთებს რუსთავი 2, კერძოდ, სხვადასხვა შოუები. მე მათი ოჯახებისთვის ლუკმა-პურის მიწოდებას უზრუნველვყოფ იმიტომ, რომ მათ საქმე აღარ ექნებათ, მე რომ არ ვიყო და მეორეც კიდევ, ისინი მე მიკეთებენ უფასო რეკლამას. ამაში მე არაფერი არ მეხარჯება, გარდა პირადი რეიტინგისა, რომელიც თქვენგანვე მოვიპოვე ძირითადად. 

ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები