მოსამართლეთა კოლეგიამ რუსთავი ორის გენერალური დირექტორს ნიკა გვარამიას დარბაზი დროებით დაატოვებინა. ეს გადაწყვეტილება კოლეგიის თავმჯდომარემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას და გვარამიას შორის მომხდარი კამათის შემდეგ მიიღო. კამათის მიზეზი რუსთავი 2-ის შუამდგომლობა გახდა. მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თქმით, ნიკა გვარამია სხდომაზე შესვენების შემდეგ დაიშვება.
სასამართლო სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. პროცესი 14:30 საათზე განახლდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, დაკმაყოფილდება თუ არა R2-ის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ. თუ დაკმაყოფილდა, სხდომა გადაიდება და კოლეგიის ახალი შემადგენლობა შეიკრიბება.





