რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება მოითხოვეს

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის აცილება მოითხოვეს. იურისტების თქმით, გუჯაბიძე არასამთავრობო ორგანიზაცია "მოსამართლეთა ერთობის" დამფუძნებელია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმის განხილვისას თამაზ ურთმელიძის უფლებებს იცავდა.

ასევე, რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ჯგუფელი და მეგობარია. თუმცა, გუჯაბიძემ ეს ინფორმაცია უარყო. ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი შუამდგომლობას არ ეთანხმება.

სასამართლო პროცესს ესწრება გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

დღეს მოსამართლეთა კოლეგია მხარეების საჩივრებს მოისმენს. სამაუწყებლო კომპანია აპროტესტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან რუსთავი 2-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

კომენტარები