დოლარიზაციის კოეფიციენტი

დეპოზიტების 71% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული

Reuters

2016 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ბანკებში განთავსებული დეპოზიტების 71% უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, პირველი მარტის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,9%-ით მეტია, 2015 წლის მაჩვენებელს კი 6%-ით აღემატება.  2015 წლის აპრილთან შედარებით ლარში განთავსებული დეპოზიტები 380 მილიონი ლარით არის შემცირებული. დოლარიზაციის ზრდა ლარისადმი ნდობის შემცირებას ნიშნავს.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3% შეადგინა. აქედან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.9%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი - 3.8%. ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6%, ევროს წილმა კი - 15.6% შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ჯამური ღირებულება 14.3 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ოქტომბრის მონაცემებს 0.8%-ით აღემატება. (სტატისტიკა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშეა მოცემული)

კომენტარები