დოლარიზაციის კოეფიციენტი

დიმიტრი ქუმსიშვილს დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვს განთავსებული

დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ფაქტი, რომ მოსახლეობას დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვს განთავსებული ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. თუმცა თავად ეკონომიკის მინისტრის დანაზოგების დიდი ნაწილიც უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული. დიმიტრი ქუმსიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი ქონების 70%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული.

ქუმსიშვილის დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:

  1. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი - 20000.00 USD (სარგებელი 2000 USD)
  2. თი–ბი–სი ბანკი დეპოზიტი -  3460.00 USD
  3. ბანკი ქართუ დეპოზიტი - 1000.00 USD
  4. ნაღდი ფული - 5000.00 USD
  5. ბანკი ქართუ - 2.00 EUR
  6. ბანკი ქართუ - 59.00 USD

ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:

  1. ნაღდი ფული - 20000.00 GEL
  2. ბანკი ქართუ - 3958.00 GEL
  3. ბანკი ქართუ - 297.00 GEL

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაციამ 70%-ს გადააჭარბა. 

კომენტარები