დოლარიზაციის კოეფიციენტი

ნოემბერში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0,8%-ით შემცირდა

REUTERS

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2014 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით 59.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, პირველი ოქტომბრის მონაცემებთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,8%-ით ნაკლებია. 

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 6.2% შეადგინა. აქედან ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 9.9%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4,8%. ამასთან, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82%, ხოლო ევროს წილმა - 15% შეადგინა. 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების ჯამური ღირებულება 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ოქტომბრის მონაცემებს 8 მილიონი ლარით აღემატება. 

დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება სხვა ვალუტების, მათ შორის - ეროვნული ვალუტის საფინანსო როლის ზრდაზე მიანიშნებს.

კომენტარები