დოლარიზაციის კოეფიციენტი

ეროვნული ვალუტის ნდობა შემცირებულია, დოლარიზაციის კოეფიციენტი გაიზარდა

REUTERS

საქართველოში არსებულმა სავალუტო შოკმა ადგილობრივ ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა თებერვლის თვეში მთელი 9.4%-ით გაიზარდა, რაც 739 მილიონ ლარს შეადგენს, ეროვნულ ვალუტაში არსებული სესხების მოცულობა კი - მხოლოდ 0.1%-ით ანუ 3.5 მილიონი ლარით. უცხოურ ვალუტაში არსებული კრედიტების მოცულობასთან ერთად დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტიც გაზრდილია. თებერვლის თვეში იანვართან შედარებით დეპოზიტების დოლარიზაცია 3,9%-ით არის გაზრდილი და 63.8%-ს შეადგენს. 

დოლარიზაციის კოეფიციენტის ზრდა ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობას კარგავს, რის გამოც, საკუთარი ქონების ფასის შენარჩუნების მიზნით, სულ უფრო მეტი ადამიანი დეპოზიტებს უცხოურ ვალუტაში ათავსებს.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.9 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.5 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები