დოლარიზაციის კოეფიციენტი

ნოდარ ხადურს დანაზოგების 85%-ზე მეტი დოლარში აქვს განთავსებული

ტაბულა

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ფაქტი, რომ მოსახლეობას დანაზოგები უცხოურ ვალუტაში აქვს განთავსებული, ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, მასაც და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი არა ეროვნულ, არამედ უცხოურ ვალუტაში აქვთ განთავსებული. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს თანხის 85%-ზე მეტი სწორედ უცხოურ ვალუტაში აქვს ნომინირებული. მის სახელზე ირიცხება თიბისი ბანკში $26-ათასიანი დანაზოგი, რაც დღეისთვის 65 ათას ლარს აღემატება. ხადურის დანაზოგები ლარში კი გაცილებით მცირეა და 7 ათას ლარს არ აღემატება.

ხადურის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება:

  1. თი–ბი–სი ბანკი - 26257.52 USD

ლარში განთავსებული თანხა კი შეადგენს:

  1. თი–ბი–სი ბანკი - 5000.00 GEL
  2. რესპუბლიკა ბანკი - 1620.00 GEL

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წელს დეპოზიტების დოლარიზაციამ 70%-ს გადააჭარბა. მინისტრთა კაბინეტის წევრთა დეპოზიტების დოლარიზაცია კი 70%-ს აღემატება. 

კომენტარები