IRI-ის კვლევა

ხიდაშელი: რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებით, IRI-ის კვლევა საინტერესო არ არის

facebook.com/mod.gov.ge

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი IRI-ის ბოლო კვლევის შედეგებს რესპუბლიკური პარტიისთვის საინტერესოდ არ მიიჩნევს. მისი თქმით, კვლევა ჩატარდა მაშინ, როცა მათი პარტია ჯერ კიდევ კოალიციაში იყო, შესაბამისად, ხიდაშელის აზრით, "ამ მონაცემებით აპელირება არ შეიძლება". აღსანიშნავია, რომ IRI-იმ კითხვა შემდეგი ფორმულირებით დასვა - "იმ შემთხვევაში, თუ მხარეები დამოუკიდებლად გავლენ არჩევნებზე, ვის მისცემდით ხმას". ამ კითხვაზე პასუხისას, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-მა დაასახელა რესპუბლიკური პარტია.

"ეს არ არის საინტერესო ჩვენს პარტიასთან მიმართებით, იმიტომ, რომ მაშინ პარტია არ იყო საარჩევნო სუბიექტი. არ შეიძლება იმ მონაცემებით აპელირება დღეს, რომელიც კვლევის ჩატარების დროს იყო პრინციპულად განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში" - ამბობს ხიდაშელი.

კომენტარები