ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმის არსებითი განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაიწყო. ადვოკატები ასაჩივრებენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაეცა.
იურისტები ასაჩივრებენ ასევე ყველა იმ შუამდგომლობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც მან არ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიის სააპელაციო საჩივრებს არ ეთანხმება ხალვაშის ადვოკატი.
რუსთავი 2-ის ადვოკატებმა დღეს სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართეს, რადგან რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.





