თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თსუ-ში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

რუსთავი 2

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. პოსტისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის. მათგან სამი თსუ-ის პროფესორია, მეოთხე კი, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. კენჭისყრა 18:00-ზე დასრულდება. შედეგები სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

გამარჯვებული კანდიდატი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ლადო პაპავას შეცვლის, რექტორის არჩევნები კი, აგვისტოში ჩატარდება.

უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ თანამდებობა სტუდენტთა საპროტესტო აქციების შემდეგ დატოვა.

კომენტარები