საკონსტიტუციო სასამართლო

ტურავა: პრობლემაა, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლე ტურისტივით ჩემოდანზე იჯდეს

სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქნენ უზრუნველყოფილები ბინით. აღნიშნული გამომდინარეობს კანონიდან. შესაბამისად, თუ სახელმწიფო სხვა გზას დაადგება, სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს, სხვანაირად მოიქცევა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტი, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ჩემოდანზე იჯდეს და ტურისტის ცხოვრებით ცხოვრობდეს, ეს უფრო მეტი პრობლემაა. პაპუაშვილის ბინასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კომენტარს ვერ გავაკეთებ და არ გავაკეთებ. არავითარი კავშირი, რა თქმა უნდა, არ არის, ის იყო სხვა შემთხვევა და ეს იყო სხვა. სახელმწიფომ პაპუაშვილს მისცა ბინა, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ. სახელმწიფომ რადგან ასე ჩათვალა სწორად და ასე ჩათვალა, რომ მოსამართლის ცხოვრების ყოფისათვის ღირსეული პირობები მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა შექმნილიყო, ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება და მე, ბუნებრივია, არც ერთი და არც მეორე გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ გამოვდივარ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა მისთვის ბინის გადაცემაზე.

კომენტარები