მოვლენები ტექნიკურ უნივერსიტეტში

სტუ-ში მოშიმშილე ლექტორები რექტორის გადადგომას კვლავ მოითხოვენ

რუსთავი 2

ტექნიკურ უნივერსიტეტში მოშიმშილე ლექტორები დღეს სახალხო დამცველმა და პრემიერმინისტრის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ მოინახულეს. მათ პროფესორებთან შიმშილობის შეწყვეტის შესაძლებლობაზე ისაუბრეს. თადუმაძემ მათ განათლების რეფორმის ჯგუფში ჩართვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მოშიმშილე ლექტორები ამბობენ, რომ აქციას მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომის შემთხვევაში შეწყვეტენ, რადგან ის არალეგიტიმურად, ზედიზედ მესამე ვადითაა არჩეული.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს, რამდენად კანონიერად აირჩიეს რექტორი მესამე ვადით. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით კი, ამ საკითხზე ყველა მხარე უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

დღეს სტუდენტების ნაწილმა ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამართა აქცია, მათ პროტესტი არ გაიზიარეს და მოუწოდეს ლექტორებს, შეწყვიტონ შიმშილობა და უნივერსიტეტი სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდეს.

კომენტარები