საპარლამენტო არჩევნები 2016

უსუფაშვილი: არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, პოლიტიკურად კარგია

მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივ გადაწყვეტილებას საარჩევნო დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, იმიტომ რომ ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, საჭიროა ისინი შეთანხმდნენ. არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, პოლიტიკურად ეს კარგია. სამართლებრივ საკითხებს მე მგონი პრეზიდენტი და პრემიერი თავად გაუმკლავდებიან ისე, როგორც მაქსიმალურად უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი 2016 საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

კომენტარები