ქალთა უფლებები

ეკა გიგაური თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს

ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, ფეისბუქზე გამოქვეყნებული მისი პოსტის გამო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა მის ქმარს, გიგა ბოკერიას უსაყვედურა, შემდეგ კი ანა ნაცვლიშვილთან და ნინო ლომჯარიასთან ერთად ნაციონალურ მოძრაობასთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. საქმე ეხება ჩერგოლეიშილის მიერ ფეისბუქზე გამოყენებულ ჟარგონს - "სასარგებლო იდიოტები". მან ასე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი მას შემდეგ მოიხსენია, რაც მათ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით წერილი მისწერეს, ქვეყნის პროგრესის შესახებ აუწყეს და გააფრთხილეს, რომ თუ ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმი დროულად არ გვექნება, ეს პრორუსულ განწყობებს გაზრდის.

კომენტარები