ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტი იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე დგას

Reuters


ბრაზილიის პრეზიდენტის დილმა რუსეფის კოალიცია მორიგმა პარტიამ, "პროგრესულმა პარტიამ" დატოვა. "პროგრესული პარტიის" წევრების დიდი ნაწილი რუსეფის იმპიჩმენტისთვის აპირებს ხმის მიცემას. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეფის კოალიცია, ყველაზე დიდმა პარტიამ - ბრაზილიის დემოკრატიულმა მოძრაობამაც დატოვა.

თავად რუსეფი ოპონენტებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშულებს.

რუსეფმა შეთქმულებაში ვიცეპრეზიდენტი მიშელ ტემერიც დაადანაშაულა. ვიცეპრეზიდენტის სახელი რუსეფს პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა, მისი თქმით, შეთქმულების მზადებას ადასტურებს ის აუდიომიმართვაც, რომელიც ბრაზილიურ მედიაში ორშაბათს გავრცელდა. ეს აუდიომიმართვა კი სწორედ ვიცეპრეზიდენტს ეკუთვნის. აუდიოჩანაწერი შემთხვევით გავრცელდა და მასში ჩანს, თუ როგორ ემზადება ტემერი პრეზიდენტის სახელით სიტყვით გამოსვლისთვის რუსეფის იმპიჩმენტის შემთხვევაში.

რუსეფს სახელმწიფო ბიუჯეტში დეფიციტის ზრდაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წევრების თქმით, რუსეფმა იცოდა იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომლის გამოყენებითაც ბრაზილიის უმსხვილესმა ნავთობკომპანია "პეტრობრასმა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები მოიპარა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს კონგრესი 17 ან 18 აპრილს განიხილავს.

 

კომენტარები