თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით, წალენჯიხაში 1986 წელს დაბადებული გიგა შ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი - 1987 წელს დაბადებული ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გიგა შ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ბრალდებას აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).





