ტერორიზმი

ISIS-მა სირიაში, ცემენტის ქარხნის 300 მუშა გაიტაცა

Getty Images

სირიაში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა დამასკის ცემენტის ქარხნის 300 მუშა გაიტაცეს.

მუშები ქალაქ დუმაირთან გაიტაცეს, სადაც ბოლო პერიოდში სამთავრობო ჯარსა და ჯიჰადისტებს შორის ბრძოლები იმართებოდა.

სირიის მთავრობის ცნობით, ქარხნის ხელმძღვანელობამ მუშებთან კონტაქტი დაკარგა.

კომენტარები