Check-in Georgia

ხორგუაშვილი მომღერლების ჩამოყვანაზე: თუ პიარი უნდათ, სხვა ბევრი რამე შეეძლოთ

დიდი პატივისცემისდა მიუხედავად რობი უილიამსის და სხვა მომღერლების მიმართ, მთავრობა (ადრეც და ახლაც) არ უნდა მიმართავდეს ესეთ ბანძაობას. 29 მილიონად მთავრობას შეეძლო:

- იმპორტის გადასახადის 40%-ით შემცირება
- ნახევარი პროცენტით მოგების გადასახადის შემცირება
- ქონების გადასახადის საშუალოდ 10%-ით შემცირება
- 5%-ზე მეტით შეგვემცირებინა საბიუჯეტო დეფიციტი
- გაგვესტუმრებინა ვალის მცირე ნაწილი

თუ პიარი და პოპულიზმი უნდათ ამ მართლა უნიათოებს, შეეძლოთ:

- თითო პენსიონერისთვის მიეცათ 50 ლარი ერთჯერადი დახმარება (ამით პენსიონერები გაისტუმრებდნენ კომუნალური საფასურის ნაწილს მაინც)
- დაეფინანსებინათ 13 000-ზე მეტი სტუდენტის 1 წლის სწავლის საფასური (2250 ლარი)
- გაეკეთებინათ თბილისში და სხვა ქალაქებში ფაბლიქ ტუალეტები
- თითო მოსახლისთვის დაერიგებინათ 16 იაფიანი ან 8 ძვირიანი ტუალეტის ქაღალდი
- 80 000 ოჯახისთვის უფასოდ ჩაერთოთ სწრაფი ინტერნეტი 1 წლის მანძილზე
- 100 000 მოსახლისთვის 1 წლის მანძილზე ჩაერთოდ ულიმიტო სასაუბრო დრო და 2 გბ მობილურის ანგარიშზე
- 97 000 ძმას დაუფარავდნენ ვივუსს
- და ა.შ.

ეკონიმისტი ზვიად ხორგუაშვილი უცხოელი მომღერლების ჩამოსაყვანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 19 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.

კომენტარები