მართვის ის პრინციპი, რომელიც დამყარებულია ჩვენს სახელმწიფოში და რომლითაც იმართება კოალიცია იქნება ეს თუ მთავრობა, უშუალოდ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და აქედან გამომდინარე ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზეც. როგორ შეიძლება ეკონომიკას სტაბილურობის განცდა ჰქონდეს ან რომელიმე მოქალაქეს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა მაშინ, როდესაც პარტნიორი კოალიციის წევრებისთვისაც სრულიად მოულოდნელად კოალიცია დაიშალა ანუ მათაც კი არ ჰქონდათ ეს სტაბილურობის განცდა. ეს მუდმივი არასტაბილურობა ძალიან მძიმედ აისახება ჩვენი ყოველი მოქალაქის საცხოვრებელ პირობებზე. ეს ჯანსაღი პროცესი არ არის, ეს არ არის არც ევროპული დემოკრატია. თითქმის 99%-ით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კოალიცია დაშალა ბიძინა ივანიშვილმა და დაშალა თავისი მოსაზრებებით. მას ეს ჩაფიქრებული ჰქონდა ახლა კი არა, ძალიან ადრე. არჩევნების წინ რომ დაშლიდა კოალიციას მე ამის მოლოდინი მქონდა
tbl.ge/2ab
დაკოპირდა

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




