ქართული ოცნება

პარტია ქართული ოცნების ყრილობა 14 მაისს გაიმართება

კოალიციის ფაქტობრივი დაშლის შემდეგ კი პარტია ქართული ოცნება ყრილობისთვის ემზადება. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან. სიაში ყოფილი პრემიერების შესაძლო ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ უმრავლესობის დეპუტატები. სიის პირველ ნომრად ქართული ოცნება მოქმედ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოიაზრებს, უმრავლესობას უკვე მომზადებული აქვს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც პრემიერმინისტრს არჩევნებამდე ორი თვით ადრე თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოუწევს. მას უფლება ექნება, მთავრობის მეთაურად დარჩეს და, ამავდროულად, საპარლამენტო საარჩევნო სიაშიც იყოს. ინიციატივას მხარს უჭერენ რესპუბლიკელები.

პარტია ქართული ოცნების ყრილობა 14 მაისს გაიმართება.

კომენტარები