დავა მაესტროს გარშემო

ბაჩო კიკაბიძე მაესტროს სახელს და ლოგოს ვერ გამოიყენებს

ტაბულა

შპს სტუდია მაესტროს გაკოტრების წინააღმდეგ დაწყებული პროცესის დასრულებამდე, ბაჩო კიკაბიძეს მაესტროს სახელის და ლოგოს გამოყენება აეკრძალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. 

„ასეთი რამე არცერთი მთავრობის დროს არ მომხდარა, შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვეულებრივად საკუთრებაზე შემიზღუდეს უფლება. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლეზე, ამ საქმეზე ძალიან მაგარი ზეწოლაა. არავითარი პრობლემა არ არის, რა მერქმევა, მაესტროს ვერ გააჩერებენ", - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.

ბაჩო კიკაბიძე უახლოეს დღეებში მაესტროს სახელით ახალი ტელევიზიის მაუწყებლობას გეგმავდა. მისი განმარტებით, ლევან გაჩეჩილაძე არა ტელეკომპანიის, არამეს შპს სტუდია მაესტროს დირექტორია. კიკაბიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ - შპს ტელეკომპანია მაესტრომ უკვე გაიარა ავტორიზაცია, მიმართა მარეგულირებელ კომისიას და შეატყობინა, რომ საკუთარი ტელევიზიის გაკეთების სურვილი აქვს. კიკაბიძემ აღნიშნა, რომ სავაჭრო ნიშანი „მაესტრო" მან დაარეგისტრირა 2011 წლის 29 დეკემბერს. 

ბაჩო კიკაბიძის ამ განცხადების შემდეგ, ლევან გაჩეჩილაძემ სასამართლოს მიმართა.

კომენტარები