კოალიციის დაშლა

ეროვნულმა ფორუმმა კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო

wikipedia.ge

პარტია ეროვნულმა ფორუმმა რიგგარეშე ყრილობაზე კოალიცია ქართული ოცნების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 4 აპრილს გაიმართება ეროვნული ფორუმის სპეციალური ბრიფინგი, სადაც განცხადება საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე გაკეთდება. 

როგორც პარტიის ერთერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან თქვა, კოალიციის დატოვების შემთხვევაში, ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც დატოვებს.
სანიკიძისვე თქმით, კოალიცია ფაქტობრივად უკვე მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტია ქართული ოცნება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს. ეს გადაწყვეტილი აქვთ რესპუბლიკელებსაც, თუმცა რესპუბლიკელი თანამდებობის პირები ამ დრომდე პოსტებს ინარჩუნებენ. კოალიციის კიდევ ერთმა სუბიექტმა, კონსერვატიულმა პარტიამ, გუშინ გადაწყვიტა, რომ უმრავლესობას არ ტოვებს, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კი კონსულტაციებს იწყებს.

კომენტარები