ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული უნივერსიტეტზე. გასაგებია, რომ მთავრობას აქვს ინსტიქტი, რომ რაც შეიძლება მეტი რამ აკონტროლოს. მე არ ვამბობ, რომ ეს გამართლებული და კარგია, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. თვითონ უნივერსიტეტმა უნდა ივაჟკაცოს და თავისი ავტონომია დაიცვას. ინსტიტუციურად ყოველთვის შეიძლება რაღაც ნაკლოვანებები იყოს, განსაკუთრებით შუალედური რექტორის არჩევის სხვანაირი წესი, ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ გარკვეული ინსტიტუციური საფუძველი ზოგადად საუნივერსიტეტო ავტონომიისთვის არის შექმნილი, მაგრამ შემდეგ უკვე თვითონ უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს და პროფესორებს უნდა ჰქონდეთ იმის უნარი, რომ ეს ავტონომია დაიცვან. ჩემი აზრით, აქ მთავარი ეს არის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნოდია: რექტორს, სტუდენტებსა და პროფესორებს ავტონომიის დაცვა უნდა შეეძლოთ
tbl.ge/980
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ნოდია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში
ამავე თემაზე
- თსუ-ს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე შარვაშიძის ნაშრომზე: პლაგიატი არ დადასტურდა
- თსუ-ს რექტორის ნაშრომში პლაგიატი დადასტურდა - იაგო კაჭკაჭიშვილი ილიაუნის წერილს აქვეყნებს
- თსუ: TBC-სთან ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა, საქართველოს ბანკმა აჯობა TBC-ს
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა
- მეუფე შიო: თსუ იყო ჩვენი სულიერების გადარჩენის კერა